Arab Health

Arab Health

ჯანდაცვის სფეროს წინსვლა, პროგრესი და სიახლეები არსად ისე ნათლად და
ხელშესახებად არ ჩანს, როგორც 45 წლიანი ისტორიის მქონე ყოველწლიურ
გლობალურ შეკრებაზე – სამედიცინო ბიზნეს პლატფორმაზე Arab Health –
არაბეთის ემირატებში. ასევე, ეს უნიკალური გამოფენა გაძლევს შანსს ახლოს
გაეცნო შუა აღმოსავლეთის სამედიცინო ბაზარს, მის მოთხოვნებს და
სტანდარტებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლინიკოსთა და მომსახურების მიმწოდებელთა
დაკავშირება შესყიდვების პროფესიონალებთან, დილერებთან და
დისტრიბუტორებთან.
“Medical World”, წელსაც მოხვდა გამოფენის სტუმართა შორის. გამოფენაზე
წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, სამედიცინო ბაზარზე.
ჩვენი წარმომადგენლობა შეხვდა სხვადასხვა კომპანიის პრისეილერებს,
გავეცანით მრავალ სიახლეს და აქტიურად ვმუშაობთ თანამედროვე
ტენდეციების, ქართულ ბაზარზე მორგებასა და ადაპტაციაზე.