Description

Vinno R7 წარმოადგენს დახვეწილ  ულტრაბგერით სისტემას, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებითა და მრავალფუნქციურობით.  იგი გამოსადეგია სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებისთვის, როგორიცაა გინეკოლოგია, კარდიოლოგია, OB სკრინინგი, ზოგადი ვიზუალიზაცია და ა.შ.

მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  • შესანიშნავი შეღწევადობა ქსოვილში, რის შედეგადაც ვიღებთ  მკაფიო გამოსახულებებს.
  • მაღალი გარჩევადობა: სისტემა მუშაობს 1 MHz-დან 25 MHz-მდე სიხშირეებზე.
  • ფერადი დოპლერი: მაღალი მგრძნობელობა საშუალებას იძლევა სისხლის ნაკადის უკეთესი ვიზუალიზაციისა და მცირე ვასკულარიზაციის გამოვლენის.
  • VLuminous Flow: ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის 3D ვიზუალიზაციას, რაც აუმჯობესებს ვასკულარული სტრუქტურების შეფასებას.
  • VAim OB: ავტომატური ინსტრუმენტი ნაყოფის ბიომეტრიული და ზრდის ანალიზისთვის, რომელიც ამარტივებს ობსტეტრიულ ულტრაბგერით გამოკვლევებს და ზრდის გაზომვების სიზუსტეს.
  • VAid ღვიძლი და ფარისებრი ჯირკვალი: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეს ფუნქციები ავტომატურად ამოიცნობს და აანალიზებს ღვიძლის დაავადებებსა და ფარისებრი ჯირკვლის კვანძებს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკას.
  • VAim ფოლიკულები: ავტომატურად ამოიცნობს და ზომავს ფოლიკულებს, რაც მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

დიზაინი და ერგონომიკა:

  • 23.8 დიუმიანი მონიტორი:
  • 15.6 დიუმიანი სენსორული ეკრანი,  დახრილობის რეგულირების შესაძლებლობა
  • 5 აქტიური პორტი გადამწოდებისთვის
  • ჩაშენებული ელემენტი  უზრუნველყოფს უწყვეტ სამუშაო პროცესს 1.5 საათის განმავლობაში, რაც ზრდის მობილურობასა და მოქნილობას.

დამატებითი ფუნქციები:

  • ელასტოგრაფია: არაინვაზიური ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილების ელასტიურობის როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ შეფასებას.
  • სისხლძარღვების 3D ვიზუალიზაცია: Color 3D ტექნოლოგია აუმჯობესებს ვასკულარული სტრუქტურების ვიზუალიზაციას, რაც ეხმარება ექიმს ორგანიზმის ჰემოდინამიკის უკეთ გაანალიზებაში.