„გამოცდილება ქმნის ხარისხს“
Medical World წამყვანი სამედიცინო და პრემიუმ-ხარისხის Spa-Wellness აღჭურვილობის იმპორტიორია საქართველოში. კომპანიას აქვს საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ქსელიც. 20 წელზე მეტია, ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციებს ვნერგავთ და თანამედროვე სტანდარტებს ვამკვიდრებთ.
სრული ციკლი – აპარატიდან მხარდაჭერამდე
სამედიცინო აპარატურა
მსოფლიო დონის აღჭურვილობა 50-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ბრენდისგან – კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის.
სერვისი და მხარდაჭერა
გაყიდვის შემდგომი ტექნიკური მომსახურება და მუდმივი მხარდაჭერა. ეს კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
Spa-Wellness
პრემიუმ-ხარისხის სპა და ველნეს დანადგარები სასტუმროებისა და სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის.
აპარატურას ვაწვდით შემდეგი მიმართულებებით:
საოჯახო ბიზნესიდან წამყვან კომპანიამდე
Medical World-ის ისტორია 2003 წელს იწყება. მაშინ ქობალიების ოჯახმა – მარინე დუნდუამ და დავით ქობალიამ – საქართველოში ულტრაბგერითი სამედიცინო აპარატების იმპორტი დაიწყო.
წლების განმავლობაში საოჯახო ბიზნესი თანმიმდევრულად განვითარდა. 2015 წლიდან კომპანიის მართვა შვილმა, ლევან ქობალიამ, გადაიბარა. მისი ხელმძღვანელობით Medical World-ის საქმიანობის მასშტაბი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
Medical World-მა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: სრულად აღიჭურვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა მთელ საქართველოში.
- 2003ულტრაბგერითი სამედიცინო აპარატების იმპორტის დაწყება.
- 2015კომპანიის მართვა ლევან ქობალიამ გადაიბარა.
- 2017გაიხსნა Medical World-ის ლაბორატორია.
- 2020დაემატა სპა და ველნეს დანადგარების მიმართულება.
- 2024ლაბორატორიამ ISO 15189 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
ვითარდებით მსოფლიოსთან ერთად
საერთაშორისო გამოფენები
საპატიო სტუმრის სტატუსით ვესწრებით თითქმის ყველა წამყვან გამოფენას: Arab Health, MEDICA, Expomed Eurasia.
კონფერენციები და ტრენინგები
ორგანიზებას ვუწევთ სამედიცინო კონფერენციებს და ქართველი ექიმების გადამზადებას მწარმოებლებთან.
სოციალური პასუხისმგებლობა
ვახორციელებთ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებს და წვლილი შეგვაქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
გჭირდებათ სამედიცინო აღჭურვილობა?
დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტის შერჩევაში.






