Description

EXZ 6000 არის „Zybio“ -ს ავტომატური ჰემატოლოგიური ანალიზატორი, რომელიც განკუთვნილია მცირე მოცულობის სისხლის ნიმუშების სწრაფი და ზუსტი ანალიზისთვის. მისი ძირითადი მახასიათებლებია:

– ოპტიმიზებული ტესტირების პროცესი: ამცირებს ხელით ოპერირებას რაოდენობას, რაც ზრდის ეფექტურობას.

– ჩაშენებული ბარკოდ წამკითხველი

– ერთდროულად შესაძლებელია 50 ნიმუშის უწყვეტი ჩატვირთვა.

– შედეგების მიმოხილვა: ყველა პარამეტრი, გრაფიკი ნაჩვენებია ერთ გვერდზე.

– ნიმუშების ავტომატური ჩატვირთვა, შერევა და ასპირაცია უზრუნველყოფს სტაბილურ და სანდო შედეგებს.

– მაღალი გარჩევადობის ფერადი სენსორული ეკრანი.

– 12.1 დიუმიანი ეკრანი

– მარტივი ნავიგაცია: 1-2 ნაბიჯით შესაძლებელია ძირითადი ოპერაციების შესრულება.

– კაპილარული სისხლის ავტომატურად ჩატვირთვა.

– სპეციალური ნიმუშების რეკი,  განკუთვნილია კაპილარული სისხლის ნიმუშებისთვის, რაც უზრუნველყოფს ≤20 მიკროლიტრი ნიმუშების ამოღბას.

– ავტომატურად ჩატვირთვის რეჟიმი, ამარტივებს მუშაობის პროცესს და ამცირებს შეცდომების რისკს.

– რეაგენტების ინფორმაციის ავტომატური ჩატვირთვა: რადიო სიხშირირული (RF) ტექნოლოგია, უზრუნველყოფს რეაგენტების შესახებ ინფორმაციის ავტომატურად ჩატვირთვას ბარკოდის სკანირების გარეშე.

– წარმადობა: ≥90 ნიმუში საათში-  CBC რეჟიმში, ≥70 ნიმუში საათში – CBC+DIFF რეჟიმში.

– მოწინავე ნაკადის ციტომეტრია და „სამკუთხა ლაზერული გაფანტვის ტექნოლოგია“: უზრუნველყოფს 1 3D სკატერგრამასა და 4 2D სკატერგრამას, რაც ზრდის ანალიზის სიზუსტეს.

– ოპტიკური და იმპედანსიმეტრიის არხი: უზრუნველყოფს თეთრი სისხლის უჯრედების (WBC) 5-დიფერენცირებადი ანალიზის მაღალ სიზუსტეს.