Medical World

„გამოცდილება ქმნის ხარისხს“

Medical World წამყვანი სამედიცინო და პრემიუმ-ხარისხის Spa-Wellness აღჭურვილობის იმპორტიორია საქართველოში. კომპანიას აქვს საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ქსელიც. 20 წელზე მეტია, ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციებს ვნერგავთ და თანამედროვე სტანდარტებს ვამკვიდრებთ.

20+წლის გამოცდილება
50+წამყვანი საერთაშორისო ბრენდი
150+პარტნიორი
130+თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით
რას ვაკეთებთ

სრული ციკლი – აპარატიდან მხარდაჭერამდე

✚

სამედიცინო აპარატურა

მსოფლიო დონის აღჭურვილობა 50-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ბრენდისგან – კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის.

⚙

სერვისი და მხარდაჭერა

გაყიდვის შემდგომი ტექნიკური მომსახურება და მუდმივი მხარდაჭერა. ეს კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

✦

Spa-Wellness

პრემიუმ-ხარისხის სპა და ველნეს დანადგარები სასტუმროებისა და სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის.

აპარატურას ვაწვდით შემდეგი მიმართულებებით:

ჩვენი ისტორია

საოჯახო ბიზნესიდან წამყვან კომპანიამდე

Medical World-ის ისტორია 2003 წელს იწყება. მაშინ ქობალიების ოჯახმა – მარინე დუნდუამ და დავით ქობალიამ – საქართველოში ულტრაბგერითი სამედიცინო აპარატების იმპორტი დაიწყო.

წლების განმავლობაში საოჯახო ბიზნესი თანმიმდევრულად განვითარდა. 2015 წლიდან კომპანიის მართვა შვილმა, ლევან ქობალიამ, გადაიბარა. მისი ხელმძღვანელობით Medical World-ის საქმიანობის მასშტაბი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

Medical World-მა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: სრულად აღიჭურვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა მთელ საქართველოში.

  • 2003ულტრაბგერითი სამედიცინო აპარატების იმპორტის დაწყება.
  • 2015კომპანიის მართვა ლევან ქობალიამ გადაიბარა.
  • 2017გაიხსნა Medical World-ის ლაბორატორია.
  • 2020დაემატა სპა და ველნეს დანადგარების მიმართულება.
  • 2024ლაბორატორიამ ISO 15189 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
საერთაშორისო სივრცეში

ვითარდებით მსოფლიოსთან ერთად

★

საერთაშორისო გამოფენები

საპატიო სტუმრის სტატუსით ვესწრებით თითქმის ყველა წამყვან გამოფენას: Arab Health, MEDICA, Expomed Eurasia.

✎

კონფერენციები და ტრენინგები

ორგანიზებას ვუწევთ სამედიცინო კონფერენციებს და ქართველი ექიმების გადამზადებას მწარმოებლებთან.

♥

სოციალური პასუხისმგებლობა

ვახორციელებთ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებს და წვლილი შეგვაქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

გჭირდებათ სამედიცინო აღჭურვილობა?

დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტის შერჩევაში.

WhatsApp 032 2 720 888