Medical World არის წამყვანი სამედიცინო და პრემიუმ-ხარისხის Spa-Wellness აღჭურვილობის იმპორტიორი საქართველოში, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიების ქსელს და გერმანული კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს – Med 11-ს.
კომპანია უკვე 20 წელზე მეტია ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციების დანერგვასა და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაზე მუშაობს.
Medical World-ის ისტორია 2003 წელს იწყება, როდესაც ქობალიების ოჯახმა – მარინე დუნდუამ და დავით ქობალიამ – საქართველოში ულტრაბგერითი სამედიცინო აპარატების იმპორტი დაიწყო. წლების განმავლობაში საოჯახო ბიზნესი თანმიმდევრულად განვითარდა და სამედიცინო აპარატურის იმპორტს დაემატა 2017 წელს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია, 2020 წელს – სპა და ველნეს დანადგარები, ხოლო 2023 წელს – კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
2015 წლიდან კომპანიის მართვა შვილმა – ლევან ქობალიამ – გადაიბარა, რომლის ხელმძღვანელობითაც Medical World-მა საქმიანობის მასშტაბი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
კომპანია წარმოადგენს 50-ზე მეტ წამყვან საერთაშორისო ბრენდს, თანამშრომლობს 150-ზე მეტ პარტნიორთან და 130-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს ქვეყნის მასშტაბით.
სამედიცინო ბაზარს ვთავაზობთ მსოფლიო დონის აპარატურას წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისგან და სამედიცინო დაწესებულებებს ვაწვდით არა მხოლოდ აღჭურვილობის სრულ სპექტრს, არამედ გაყიდვის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებასა და მუდმივ მხარდაჭერას, რაც კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
Medical World-მა განახორციელა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელთა ფარგლებშიც სრულად აღიჭურვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში. საპატიო სტუმრის სტატუსით ვესწრებით თითქმის ყველა წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ტექნიკის გამოფენას, მათ შორის: Arab Health-ს, Medica-სა, Expomed-ს. ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებსა და პროფესიულ ფორუმებში.
ამასთან, „მედიქალ ვორლდი“ ორგანიზებას უწევს არაერთ სამედიცინო კონფერენციას, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.