„მედიქალ ვორლდის“ გუნდი სტამბულში Expomed Eurasia 2022-ს დაესწრო
Expomed Eurasia უდიდესი სამედიცინო გამოფენა-ბაზრობაა ევრაზიის რეგიონში, რომელიც უკვე 29 წელია, სტამბულის მედიცინისა და ჯანდაცვის ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
წელს გამოფენას სტამბულში, 17-19 მარტს „მედიქალ ვორლდის“ გუნდიც ესტუმრა. Expomed Eurasia 2022-ს დაესწრო 600-ზე მეტი როგორც თურქული, ასევე უცხოური სამედიცინო კომპანია, 19 ათასი ადგილობრივი და 5 ათასი უცხოელი ვიზიტორი.
გამოფენაზე საშუალება მოგვეცა გაგვეცნო კომპანიები ჩინეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, კორეიდან, რუმინეთედან, შვეიცარიიდან, ტაილანდიდან, ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მოწინავე ადგილს იკავებენ და ინოვაციური პროდუქტსა თუ მომსახურებას გვთავაზობენ ჯანდაცვის სფეროში.
Expomed Eurasia-ს მიზანია ყოველწლიურად, სხვადასხვა კომპანიებს შორის, ახალი ურთიერთობის დამყარება და უკვე არსებულის განმტკიცება, რაც ხელს უწყობს სიახლეების მიმოცვლასა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებას.