Description
Vinno Ultimus 9E წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის ულტრაბგერით აპარატს. Ultimus 9E დახვეწილი პროგრამული უზრუნვეყოფის, მძლავრი პროცესორისა და მაღალტექნოლოგიური გადამწოდების ერთგვარი ინტეგრაციაა. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით, Vinno Ultimus 9E-ს შეუძლია დააგენერიროს ძალიან მკაფიო, მაღალი გარჩევადობის გამოსახულება – 20 000 კადრი 1 წამში.
გარდა გამოსახულებისა, Ultimus 9E ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რომლის საშუალებითაც აპარატი თავად ამოიცნობს საეჭვო ზონებს ქსოვილზე, ახდენს მის გაზომვას, შეფასებას და ა.შ.
• Ultimus 9E-ში ინტეგრირებულია VINNO-ს რევოლუციური MUSE პლატფორმა, რომელიც მოიცავს უნიკალურ ტრი-მოდალურ გამოსახულებას (Tri-modal Imaging Acquisition-ს (TIA)). შედეგად სისტემა თავად ირჩევს სამი ტიპის გაზომვას შორის: Line Acquisition, Zone Acquisition და Multi-plane Acquisition რომელია კონკრეტული ქსოვილისთვის იდეალური.
• იყენებს Plane ტალღის ემისიას, პანორამული, ულტრა სწრაფი გამოსახულების მისაღებად.
• HQ 3D/4D გამოსახულება.
• 24′-იანი მაღალი რეზოლუციის LED ეკრანი.
• სენსორული ეკრანი მარტივი ოპერირებისთვის.
• 6 აქტიური პორტი გადამწოდებისთვის.
• არჩევადი რეჟიმები- PW/PW,PW/TDI, TDI/TDI და ა.შ.
• ხელოვნური ინტელექტი – VMind OB, VAid Thyroid, VAid Liver და VAid Breast, დახვეწილი ავტომატური გაზომვებისა და დიაგნოსტირებისთვის.
• VMind OB- ყოვლისმომცველი სამეანო სკრინინგისთვის.