Ultrasonic Disinfector

Description

Sterilmed Medical -ის ულტრაბგერითი დეზინფექტორი (Ultrasonic Disinfector) განკუთვნილია სამედიცინო ინსტრუმენტების, ლაბორატორიული აღჭურვილობისა და სხვა მოწყობილობების ეფექტური რეცხვისა და დეზინფექციისთვის. აპარატი იყენებს ულტრაბგერით ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომი ადგილების საფუძვლიან წმენდას.

ძირითადი მახასიათებლები:

– ავტომატური სვიპ ფუნქცია: უზრუნველყოფს ულტრაბგერითი ტალღების თანაბარ განაწილებას, რაც აუმჯობესებს რეცხვის ეფექტურობას.

– დეგას ფუნქცია: სითხეში არსებული ჰაერის ბუშტუკების მოცილების საშუალებას იძლევა და რაც ზრდის ულტრაბგერითი რეცხვის ეფექტურობას.

– ულტრაბგერითი სიმძლავრის რეგულირება: მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს ულტრაბგერითი ტალღების სიმძლავრე საჭიროების მიხედვით.

– LCD მართვის პანელი: ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც ამარტივებს აპარატის მართვას და მონიტორინგს.

– რეცხვის დროის რეგულირება: 1-დან 99 წუთამდე რეგულირებადი სამუშაო დრო, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტების რეცხვისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა.

– ტემპერატურის რეგულირება: 1°C-დან 80°C-მდე რეგულირებადი სამუშაო ტემპერატურა, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა მასალის უსაფრთხო რეცხვას.

– სითხის გადინების სისტემა: მარტივი სითხის გამოცვლა და აპარატის გაწმენდა.

 

– უჟანგავი ფოლადის ავზი და გარე კორპუსი: გამძლე და კოროზიის მიმართ მდგრადი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის ხანგრძლივ მომსახურებას.

-მაღალი ეფექტურობის ულტრაბგერითი ტრანსდიუსერები: უზრუნველყოფს რეცხვის პროცესის მაღალ ხარისხს.

– უჟანგავი ფოლადის სახურავი და კალათა: დამატებითი აქსესუარები, რომლებიც ზრდის აპარატის გამოყენების კომფორტს.

ტექნიკური მახასიათებლები (UltraClean28-DP-L მოდელი):

– ავზის ზომები (სიგანე x სიგრძე x სიმაღლე): 505 x 300 x 200 მმ.

– კალათის ზომები (სიგანე x სიგრძე x სიმაღლე): 460 x 260 x 160 მმ.

– გარე ზომები (სიგანე x სიგრძე x სიმაღლე): 520 x 320 x 400 მმ.

– ავზის მოცულობა: 28 ლიტრი.

– ავზის მასალა: AISI 304 უჟანგავი ფოლადი.

– სითხის გადინება: ¼” ბურთულიანი სარქველი.

– ოპერაციული ძაბვა: 230V AC/50Hz-60Hz.

– ულტრაბგერითი სიმძლავრე: 600W.

– ულტრაბგერითი ტრანსდიუსერების რაოდენობა: 10 ცალი.

– ულტრაბგერითი სიხშირე: 40 კჰც.

– გათბობის სიმძლავრე: 600W.