„Medical World“ Arab Health 2022-ზე

„Medical World“ Arab Health 2022-ზე

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრესი და ახალი ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს Arab Health-ზე – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ყოველწლიურ, 45-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ბიზნეს-პლატფორმაზე.

გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დეტალურად გაეცნონ შუა აღმოსავლეთის სამედიცინო ბაზარს, მის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლინიკოსთა და მომსახურების მიმწოდებლების დაკავშირება შესყიდვების სპეციალისტებთან, დილერებთან და დისტრიბუტორებთან, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

წლევანდელ გამოფენას „Medical World“-იც ესტუმრა. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ წამყვანი სამედიცინო ბრენდების პრისეილერებს, გაეცნენ მრავალფეროვან სიახლეებს და დაიწყეს მუშაობა იმაზე, თუ როგორ მოხდეს თანამედროვე ტენდენციების ქართულ ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაცია.