Medical World Arab Health-ის გამოფენაზე
Arab Health უდიდესი სამედიცინო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ მიიღონ ამომწურავი თეორიული ინფორმაცია თითოეული პროდუქტის შესახებ და გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს.
კომპანია „Medical World“ სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ამ გამოფენის სხვადასხვა ღონისძიებაში.
“ჩვენი კომპანიის მუდმივი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ საერთაშორისო კონტაქტები და ხელი შევუწყოთ ინოვაციების დანერგვას ქართულ ბაზარზე”, – ამბობს მედიქალ ვორლდის დირექტორი, ლევან ქობალია.
