კურორტოლოგიის როლი მედიცინაში
2021 წლის 20 ივნისს თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა კონფერენციას „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო, ისე გამაჯანსაღებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო კომპანია „Medical World“, რომელიც წარმოდგენილი იყო სამი მიმართულებით: სამედიცინო, ლაბორატორიული და სპა/ველნეს სერვისებით.
მედიქალ ვორლდი აქტიურად მონაწილეობს მსგავს პროფესიულ ღონისძიებებში. კომპანიის მიზანია ინოვაციური პროდუქტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებამდე მოტანა, ასევე — კურორტოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა.
