“ლაბორატორია ამბროლაურში გავხსენით, უახლოეს მომავალში მესტიაშიც ვგეგმავთ” – “მედიქალ ვორლდი”

  • Home
  • ბლოგი
  • “ლაბორატორია ამბროლაურში გავხსენით, უახლოეს მომავალში მესტიაშიც ვგეგმავთ” – “მედიქალ ვორლდი”

“ლაბორატორია ამბროლაურში გავხსენით, უახლოეს მომავალში მესტიაშიც ვგეგმავთ” – “მედიქალ ვორლდი”

საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს აპარატურის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ქსელის მმართველი კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს.

კომპანია თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე იყო ორიენტირებული, 2017 წლიდან კი პორტფელს ლაბორატორიული მიმართულებაც დაემატა და ჩამოყალიბდა ქსელი, რომელიც დღეს მომხმარებელს 800-ზე მეტ კვლევას სთავაზობს.

დღესდღეობით, „მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორიები წარმოდგენილია 13 ქალაქში, 15 ფილიალით. მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სრული მომსახურება — ნიმუშის აღებიდან დიაგნოსტიკისა და საბოლოო პასუხის მიღებამდე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან ქობალიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, ორი თვის წინ გაიხსნა რიგით 15-ე ფილიალი ამბროლაურში, ხოლო უახლოეს მომავალში ახალი ფილიალი მესტიაშიც ამოქმედდება.

„მესტიაში უკვე რამდენჯერმე ვიყავით, ვარჩევთ შესაბამის კადრებს, რომელთა გადამზადებასაც თავად უზრუნველვყოფთ. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ლაბორატორიული სერვისი ადგილზე მიიღოს,“ – ამბობს ლევან ქობალია.

Spa & Wellness მიმართულება

„Medical World Spa&Wellness“ კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული. კომპანია თანამშრომლობს ცენტრალური ევროპის წამყვან ბრენდებთან და მუდმივად ცდილობს, ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიები დანერგოს.

ლევან ქობალიას თქმით, „მედიქალ ვორლდი“ დღეს საქართველოს თითქმის ყველა კურორტთან თანამშრომლობს — უზრუნველყოფს გამაჯანსაღებელი აბაზანებისა და ფიზიოთერაპიული აპარატების ინსტალაციას. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიის მართვისთვის საჭირო კადრების გადამზადებას კომპანია თავადვე უზრუნველყოფს.

“თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით უზრუნველვყოფთ ამ კურორტების მოწყობას. აღსანიშნავია, რომ დღეს სრულიად სხვა სიმაღლეზე გადადის სასტუმროს სპა და ველნეს მომსახურება. თუ ადრე საუნით და სულ რამდენიმე პროცედურით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე მომსახურების ძალიან დიდი სპექტრი აქვთ. გარდა ამისა, უამრავ ტრენინგს ვატარებთ, ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები და გადამზადებას უზრუნველვყოფთ როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე ჩვენი მომხმარებლების, ვინც ამ აპარატურაზე მუშაობს”, – ამბობს “მედიქალ ვორლდის” დამფუძნებელი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება — „მედ 11“

2024 წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდმა“ შეიძინა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი „მედ 11“, რომელიც საქართველოში გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალია. „მედ 11“ უზრუნველყოფს პაციენტების ჰოსპიტალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. კომპანია მომხმარებელს ბინაზე მომსახურებასაც სთავაზობს.

“გვყავს 7 რეანიმობილი და ასევე მცირე ზომის მანქანები, რომლითაც ექთნები საქართველოს 13 ქალაქში გადაადგილდებიან და სხვადასხვა მომსახურებას უწევენ პაციენტებს. ყველა რეანიმობილი უმაღლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი, მათ შორის საკაცეებით, რომლითაც ბარიატრიული პაციენტების გადაყვანაც შეგვიძლია. ჩვენი მანქანები საერთაშორისო გადაყვანებსაც უზრუნველყოფს. შეგვიძლია, პაციენტების როგორც საქართველოში ჰოსპიტალიზაცია, ასევე ევროპაში გადაყვანა. უკვე არაერთ ქალაქში გვყავს პაციენტები გადაყვანილი”, – აღნიშნავს ლევან ქობალია. 

„მედ 11“-ის სერვისები მოიცავს არა მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას, არამედ 24/7 ექთნის მომსახურებას, რენტგენს, ექოსკოპიას, ელექტროკარდიოგრამას, სასუნთქი გზების სანაციას, სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ კვლევებს. რეანიმობილები აღჭურვილია კარდიოგრაფებით, საჭირო მედიკამენტებით და ყველა შესაბამისი სტანდარტით.