MEDEN INMED-ის საერთაშორისო შეხვედრა გდანსკში

  • Home
  • ბლოგი
  • MEDEN INMED-ის საერთაშორისო შეხვედრა გდანსკში

MEDEN INMED-ის საერთაშორისო შეხვედრა გდანსკში

კომპანია MEDEN INMED-მა პოლონეთის ქალაქ გდანსკში საერთაშორისო შეხვედრა გამართა, სადაც სამედიცინო აპარატურის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნეს საკუთარი პროდუქცია და წარადგინეს ახალი, ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობები.

აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მედიქალ ვორლდის კომპანიის ხელმძღვანელობა.

Medical World-ის გუნდის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურის იმპორტი საქართველოს ბაზარზე, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას და  გააძლიერებს ხელმისაწვდომობას.

შეგახსენებთ, რომ MEDICAL WORLD წარმოადგენს MEDEN INMED-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.