Medical World Medica 2020-ის გამოფენაზე დიუსელდორფში

  • Home
  • ბლოგი
  • Medical World Medica 2020-ის გამოფენაზე დიუსელდორფში

Medical World Medica 2020-ის გამოფენაზე დიუსელდორფში

18-21 ნოემბერს დიუსელდორფში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. გამოფენა „Medica“-ს 5,500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა 170 ქვეყნიდან.

„Medica“ მსოფლიოს უდიდეს და წამყვან სამედიცინო სავაჭრო გამოფენად ითვლება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სამედიცინო სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.

მედიქალ ვორლდი აქტიურად იღებს მონაწილეობას მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ახალი პარტნიორები, მივიღოთ ინფორმაცია ინოვაციური პროექტების შესახებ და დავესწროთ სხვადასხვა ტრენინგს.