სანდოობა, ხარისხი და კომფორტი – „Medical World“-ის ლაბორატორიული მომსახურება

  • Home
  • ბლოგი
  • სანდოობა, ხარისხი და კომფორტი – „Medical World“-ის ლაბორატორიული მომსახურება

სანდოობა, ხარისხი და კომფორტი – „Medical World“-ის ლაბორატორიული მომსახურება

2017 წელს კომპანია „Medical World“-ის ბაზაზე დაფუძნდა ლაბორატორია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ემყარება კვალიფიციური პერსონალის პროფესიონალიზმს, ულტრათანამედროვე აპარატურას და კვლევის უახლეს მეთოდებს.

დღეს ლაბორატორიათა ქსელი წარმოდგენილია საქართველოს 8 დიდ ქალაქში და მომხმარებელს 200-ზე მეტ ლაბორატორიულ გამოკვლევას სთავაზობს შემდეგ დიაგნოსტიკურ მიმართულებებში:

ბაქტერიოლოგია;

ბიოქიმია;

ჰემატოლოგია;

იმუნოლოგია;

ციტოლოგია;

კოაგულოლოგია;

სეროლოგია.

ასევე, ლაბორატორია ჩართულია COVID-19-ის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში ხორციელდება როგორც ოქროს სტანდარტად აღიარებული PCR მოლეკულური კვლევა, ასევე სწრაფი ტესტებით მომსახურება.

„Medical World“-ის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზებული და ნახევრად ავტომატიზებული ანალიზატორებით. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და ბრენდული რეაგენტები უზრუნველყოფს ზუსტ, სანდო და სტაბილურ შედეგებს.

ლაბორატორიის მუშაობის ხარისხს უზრუნველყოფს RfB – გერმანიის ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი.

ლაბორატორიის ერთ-ერთ ძირითად სერვისს წარმოადგენს ბინაზე გამოძახება, რაც მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს ხდის.