Description
PHYSIOMED-ის DEEP OSCILLATION® არის უნიკალური, არაინვაზიური და არატრამვული თერაპიული აპარატი, რომელიც იყენებს დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკურ გამოსხივებას, ბიოლოგიურად ეფექტური ოსცილაციების შესაქმნელად. ეს რხევები ნაზად და ღრმად მოქმედებს ყველა ქსოვილზე, მათ შორის კანზე, შემაერთებელ ქსოვილზე, კანქვეშა ცხიმზე, კუნთებზე, სისხლისა და ლიმფურ ძარღვებზე.
ტექნიკური მახასიათებლები:
- სტაციონარული და პორტატული აპარატები.
- სიხშირის დიაპაზონი: 5-250 Hz
- 8“ ფერადი ეკრანი
- წინასწარ განსაზღვრული მკურნალობის პროტოკოლები
ღრმა ოსცილაცია:
- გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: ესთეტიკა, კლინიკური მედიცინა, სპორტული მედიცინა და ა.შ.
- მოქმედების მექანიზმი: წარმოიქმნება პულსირებადი ელექტროსტატიკური ველი აპლიკატორსა და ქსოვილს შორის.
- ეფექტი მოიცავს: მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ქსოვილების კვების გაუმჯობესებას, უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, სწრაფად შეხორცებას.
- განსაკუთრებით სასარგებლოა ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმისთვის და ღია ჭრილობების მოშუშებისთვის.
მიღებული ეფექტი მოიცავს:
- მიკროცირკულაციის და ქსოვილების კვების გაუმჯობესებას, უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, სწრაფ შეხორცებას.
- გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო, ლიმფური დრენაჟის, ანტიფიბროზული და დეტოქსიკაციური თვისებები.
- ხელს უწყობს ღია ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, ტკივილის შემსუბუქებას და შეშუპების შემცირებას, კოლაგენის სტიმულირებასა და ქსოვილების რეგენერაციას.
ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი:
- პულსირებადი ელექტროსტატიკური ველი ამცირებს TRPV1 რეცეპტორების ექსპრესიას, რაც დასტურდება ex vivo ექსპერიმენტებით. ამ ექანიზმს უწოდებენ “cell information therapy”-ს , ვინაიდან ეფექტი უკავშირდება უჯრედშიდა სასიგნალო გზას.
- ღრმა ოსცილაცია ამცირებს ციტოკინ ინტერლეიკინ-8-ის (IL-8) რაოდენობას, რომელიც ჩართულია ქსოვილებში ანთებით პროცესებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან IL-8 ასტიმულირებს ჰისტამინის გამოყოფას ბაზოფილებიდან, რომლებიც ანთებით რეაქციებში ჩართული უჯრედებია. ჰისტამინის გამოყოფას შეუძლია გაზარდოს ტკივილი და ანთება. ამიტომ, IL-8 დონის შემცირებით, ღრმა ოსცილაცია ამცირებს ანთებას და ტკივილს.
- ეს მიუთითებს იმაზე, რომ თერაპია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქსოვილების მექანიკურ თვისებებზე, არამედ აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი მოლეკულურ დონეზე, რაც ხელს უწყობს მის საერთო ტკივილგამაყუჩებელ შესაძლებლობებს.
ფიბროზული პროცესი:
- ღრმა ოსცილაცია აუმჯობესებს კანქვეშა ქსოვილის გარშემოწერილობას და სისქეს, რაც მიუთითებს ქსოვილის ჯანმრთელობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
- იგი გამოირჩევა ანტიფიბროზული ეფექტებით, რაც გამოწვეულია ჰემატომებისა და სერომების დაშლისა და მათი რეზორბციის დაჩქარების უნარით.
ეფექტი კუნთოვან სისტემაზე:
- კუნთების რელაქსაცია, ფიზიკური აქტივობის გაძლიერება, მობილიზაცია, ფუნქციური გაუმჯობესება და მოძრაობის დიაპაზონის ზრდა (ROM).
- პულსირებადი ელექტროსტატიკური ველის ზემოქმედება ხელს უწყობს კუნთების დაძაბულობისა და ტკივილის შემცირებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს მობილურობასა და კუნთოვანი სისტემის საერთო ფუნქციას.
ჭრილობების შეხორცება:
- კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ თერაპია აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და აუმჯობესებს შეხორცების პროცესის ხარისხს.
- იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და ჟანგბადის მიწოდების გაძლიერებას ქსოვილებში , რაც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
- აღნიშნული განსაკუთრებით სასარგებლოა ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე დამწვრობისთვის, რადგან იგი ამცირებს შეშუპებებს და სისხლჩაქცევებს, შედეგად აჩქარებს აღდგენით პროცესებს.