„მედიქალ ვორლდის“ გუნდი სამედიცინო გამოფენაზე გერმანიაში
„მედიქალ ვორლდის“ გუნდი 14-17 ნოემბერს დიუსელდორფში, გერმანიაში გამართულ სამედიცინო გამოფენას – MEDICA Düsseldorf 2023-ს დაესწრო.
MEDICA Düsseldorf არის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო გამოფენა მსოფლიოში, სადაც წარმოდგენილია ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრი სამედიცინო, ლაბორატორიული ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკის, ფიზიოთერაპიის, ორთოპედიული ტექნოლოგიებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების სფეროებიდან.
აღნიშნული გამოფენის სპეციალური შოუების ფართო პროგრამა იძლევა საინტერესო პრეზენტაციებისა და დისკუსიების შესაძლებლობას, როგორც ექსპერტებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ჩვენი გუნდი გამოფენაზე გაეცნო ინოვაციურ სამედიცინო აღჭურვილობას და სიახლეებს, რომლის საქართველოში შემოტანა უახლოეს მომავალში გვაქვს დაგეგმილი.