„ჯერარსი“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავისი სამედიცინო მომსახურების ხარისხით აკმაყოფილებს International Health Facility Guidelines-ის სტანდარტებს. ის პაციენტებს დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს.
„ჯერარსში“ მოქმედებს ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, სტომატოლოგიის და სხვა მიმართულების დეპარტამენტები.
კლინიკა თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც ნაწილობრივ „მედიქალ ვორლდის“ გუნდმა უზრუნველყო.