კატეგორია: პარტნიორები

  • Home
  • პარტნიორები

ბორჯომი პალასი

Borjomi Palace Health & Spa Center –  თანამედროვე ტიპის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, იგი  აღჭურვილია გერმანული წარმოების დანადგარებით რომელთა საშუალებითაც სასტუმრო-კომპლექსი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს.
Read More

დავარაშვილის კლინიკა

დავით დავარაშვილის კლინიკის მიზანი საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიური დარგის განვითარებაა, რისთვისაც კლინიკა ინოვაციურ მიდგომებსა და უნიკალურ სერვისებს იყენებს. კომპანია „მედიქალ ვორლდის“ გუნდი წარმატებით თანამშრომლობს დავარაშვილის კლინიკასთან და ნაწილობრივ ზრუნავს კლინიკის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაზე.
Read More

ჯერარსი

„ჯერარსი“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავისი სამედიცინო მომსახურების ხარისხით აკმაყოფილებს International Health Facility Guidelines-ის სტანდარტებს. ის პაციენტებს დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. „ჯერარსში“ მოქმედებს ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, სტომატოლოგიის და სხვა მიმართულების დეპარტამენტები. კლინიკა თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც ნაწილობრივ „მედიქალ ვორლდის“ გუნდმა უზრუნველყო.
Read More

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელიბის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

„წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში“ ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინის, ყბა-სახის ქირურგიის, კარდიოლოგიის, ტრავმატოლოგიის და სხვა სამსახურები. საავადმყოფო პაციენტებს მაღალი სტანდარტის, სანდო და ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს უახლესი აპარატურის გამოყენებით, რაშიც მხარდაჭერას კომპანია „მედიქალ ვორლდი“ უწევს და აღჭურვილობით ნაწილობრივ ამარაგებს. „მედიქალ ვორლის“ გუნდი მოხარულია, რომ აქტიურად თანამშრომლობს საავადმყოფოსთან, რომელიც არსებობის 150-წლიან ისტორიას ითვლის.
Read More