ლევან ქობალიას ვიზიტი სუჯოუში: განიხილეს VINNO-სთან 2026 წლის საერთო პროექტები

  • Home
  • ბლოგი
  • ლევან ქობალიას ვიზიტი სუჯოუში: განიხილეს VINNO-სთან 2026 წლის საერთო პროექტები

ლევან ქობალიას ვიზიტი სუჯოუში: განიხილეს VINNO-სთან 2026 წლის საერთო პროექტები

„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია 14-15 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ სუჯოუში ესტუმრა კომპანია VINNO-ს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები 2026 წლის აქტივობების დასაგეგმად.

„კომპანია VINNO-ში გვქონდა შეხვედრები 2026 წლის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით – რა აქტივობებს დავგეგმავთ ქართველი რადიოლოგებისა და ექოსკოპისტებისთვის VINNO-სთან პარტნიორობით,“ – ამბობს ლევან ქობალია.

მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში შესაძლებელი იქნება ქართველი ექიმი-რადიოლოგების VINNO-ს საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევა, რათა ისინი გაეცნონ კომპანიის მაღალტექნოლოგიურ ულტრაბგერით აპარატებსა და თანამედროვე მიღწევებს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.

„მედიქალ ვორლდი“ VINNO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში 2019 წლიდან.