„მედიქალ ვორლდი“ MEDICA 2025-ზე
სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს გლობალური ტენდენციები წლევანდელ MEDICA-ზე გამოიკვეთა – საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე, რომელიც 17–20 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა. 72 ქვეყნის წარმომადგენლობით, 5 000-ზე მეტი გამოფენის მონაწილითა და 80 000-ზე მეტი ვიზიტორით, MEDICA სამედიცინო სექტორში ერთ-ერთ უდიდეს B2B ღონისძიებას წარმოადგენს.
“მედიქალ ვორლდი” აქტიურად ესწრება სამედიცინო გამოფენებს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ქობალია მიმდინარე წელსაც დაესწრო MEDICA-ს.

“შევხვდი ჩვენს პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად, რათა ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგოები, რასაც „მედიქალ ვორლდი“ უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს”, – ამბობს ლევან ქობალია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო ვიზუალიზაციის, ლაბორატორიული ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკის, ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფიზიოთერაპიის, ორთოპედიული ტექნოლოგიებისა და სხვა უახლესი ინოვაციების ფართო არჩევანი.

მრავალფეროვანი პროდუქციის გამოფენის გარდა, MEDICA ვიზიტორებს სთავაზობს ფორუმების, კონფერენციებისა და სპეციალური პრეზენტაციების პროგრამას. გამოფენა ასევე მოიცავს ექსპერტების მიერ წარმართულ დისკუსიებს, პოლიტიკურ დიალოგებს, პროდუქტის პრეზენტაციებსა და დაჯილდოების ცერემონიებს, რაც მას გლობალურ სამედიცინო წრეში ცოდნის გაცვლისა და ქსელური ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად აქცევს.
