მედიქალ ვორლდისა და Aohua-ს თანამშრომლობით ქართველი ექიმი ენდოსკოპისტები გადამზადნენ ჩინეთში

  • Home
  • ბლოგი
  • მედიქალ ვორლდისა და Aohua-ს თანამშრომლობით ქართველი ექიმი ენდოსკოპისტები გადამზადნენ ჩინეთში

მედიქალ ვორლდისა და Aohua-ს თანამშრომლობით ქართველი ექიმი ენდოსკოპისტები გადამზადნენ ჩინეთში

„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია კომპანია Aohua-ს მოწვევით, 8-16 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთის ქალაქ ნანჯინგს სტუმრობდა, სადაც ქართველ ენდოსკოპისტებთან ერთად სპეციალიზებულ ტრენინგს დაესწრო. 

„მედიქალ ვორლდის“ და Aohua-ს თანამშრომლობის ფარგლებში ნანჯინგში ორკვირიან პროგრამაში ჩართული იყვნენ ქართველი ენდოსკოპისტები ირაკლი შეყლაშვილი და შოთა ოჩიგავა, რომლებმაც თანამედროვე ენდოსკოპიურ ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

შოთა ოჩიგავა, ლევან ქობალია და ირაკლი შეყლაშვილი

Aohua 1994 წლიდან ერთ-ერთი წამყვანი ენდოსკოპიური მოწყობილობების მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და ფლობს სხვადასხვა კლასის ენდოსკოპიურ სისტემებს, მათ შორის 4K გამოსახულების და 3D ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მოწყობილობებს. „მედიქალ ვორლდი“ Aohua-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ტრენინგის პროცესი

„ექიმ ენდოსკოპისტებს საშუალება ჰქონდათ ორი კვირის განმავლობაში ეთანამშრომლათ ჩინელ კოლეგებთან, ემუშავათ რეალურ პაციენტებთან, გაევლოთ პრაქტიკული კურსი და სხვადასხვა სასწავლო მულაჟებზე ენახათ, როგორ სრულდება კონკრეტული ენდოსკოპიური მანიპულაციები,“ – ამბობს ლევან ქობალია.

სასწავლო კურსში, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ კიდევ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ექიმებიც.

საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ენდოსკოპიაში რობოტულ ტექნოლოგიებთან ემუშავათ, გაცნობოდნენ ადგილობრივ სამედიცინო აღჭურვილობას, დაეთვალიერებინათ 3 500 საწოლზე გათვლილი კლინიკა და 37 ენდოსკოპიური სამანიპულაციო ოთახი, სადაც რობოტული ენდოსკოპიური მოწყობილობებით მუშაობა სრულდება. გარდა ამისა, გაიმართა ოფიციალური შეხვედრა კლინიკის დირექტორთან და ექიმებთან, რომლებმაც ქართველ და სხვა უცხოელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

“მედიქალ ვორლდის” დირექტორის თქმით, პირველი Aohua-ს ენდოსკოპიური სისტემა თბილისში, ფაიქიძის კლინიკაში, უახლოეს მომავალში დამონტაჟდება, რაც ქართველ ექიმებს თანამედროვე ენდოსკოპიურ ტექნოლოგიებთან მუშაობის საშუალებას მისცემს. 

„მედიქალ ვორლდი ენდოსკოპისტებისთვის კიდევ მრავალ სიახლეს გეგმავს,“ – აღნიშნავს ლევან ქობალია.