„მედიქალ ვორლდმა“ საქართველოს 15–მდე წამყვან ექიმ–რადიოლოგს VINNO-ს მიერ თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი პორტატული და სტაციონარული ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო.
სამუშაო შეხვედრა კომპანიის სათავო ოფისში გაიმართა, სადაც მედიკოსებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ექოსკოპიური კვლევები VINNO-ს აპარატებით თავად ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდი“ VINNO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
VINNO–ს ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა როგორც მძლავრი პროცესორით, ისე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, რაც ექიმ–რადიოლოგს დიაგნოსტირების პროცესს უმარტივებს.