„მედიქალ ვორლდმა“ ექიმ–რადიოლოგებს VINNO-ს ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო

  • Home
  • ბლოგი
  • „მედიქალ ვორლდმა“ ექიმ–რადიოლოგებს VINNO-ს ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო

„მედიქალ ვორლდმა“ ექიმ–რადიოლოგებს VINNO-ს ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო

„მედიქალ ვორლდმა“ საქართველოს 15–მდე წამყვან ექიმ–რადიოლოგს VINO-ს მიერ თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი პორტატული და სტაციონარული ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო.

სამუშაო შეხვედრა კომპანიის სათავო ოფისში გაიმართა, სადაც მედიკოსებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ექოსკოპიური კვლევები VINO-ს აპარატებით თავად ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდი“ VINO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

VINO–ს ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა როგორც მძლავრი პროცესორით, ისე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, რაც ექიმ–რადიოლოგს დიაგნოსტირების პროცესს უმარტივებს.