ქართველი ექიმი რადიოლოგები VINNO-ს საერთაშორისო ფორუმზე დუბაიში
„მედიქალ ვორლდის“ ინიციატივით, ქართველი ექიმი რადიოლოგები დუბაიში, კომპანია VINNO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრნენ, რომლის თემა იყო: „ულტრაბგერითი გამოკვლევების ხარისხის ამაღლება ინტელექტის საშუალებით“.
VINNO-ს ულტრაბგერითი ფორუმი 2024 წელს დუბაიში გაიხსნა, სადაც მედიკოსები გაეცნენ VINNO-ს წამყვანი ექოსკოპიის აპარატის – თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი Ultimus 9E-ს შესაძლებლობებს.
VINNO-ს ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა მძლავრი პროცესორითა და ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, რაც ექიმ–რადიოლოგს დიაგნოსტირების პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
„მედიქალ ვორლდი“ VINNO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.