კატეგორია: განხორციელებული პროექტები

  • Home
  • განხორციელებული პროექტები

გერმანული ტექნოლოგიები და ახალი ველნეს-სტანდარტები: „Medical World“-ის მიერ აღჭურვილი „ბორჯომი პალასი“

კომპანია „Medical World“ სპა და ველნესის მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. კომპანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, რაც მუდმივ განვითარებასა და გლობალურ ტენდენციებთან სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს. „Medical World“-მა საქართველოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი მათგანია სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბორჯომი პალასი“. პროექტის ფარგლებში სასტუმრო აღიჭურვა გერმანული წარმოების შემდეგი ფიზიოთერაპიული აპარატებით: დიათერმიული აპარატი ელექტრო თერაპიული აპარატი […]
Read More

დავარაშვილის კლინიკა

დავით დავარაშვილის კლინიკის მიზანი საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიური დარგის განვითარებაა, რისთვისაც კლინიკა ინოვაციურ მიდგომებსა და უნიკალურ სერვისებს იყენებს. კომპანია „მედიქალ ვორლდის“ გუნდი წარმატებით თანამშრომლობს დავარაშვილის კლინიკასთან და ნაწილობრივ ზრუნავს კლინიკის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაზე.
Read More

ჯერარსი

„ჯერარსი“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავისი სამედიცინო მომსახურების ხარისხით აკმაყოფილებს International Health Facility Guidelines-ის სტანდარტებს. ის პაციენტებს დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. „ჯერარსში“ მოქმედებს ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, სტომატოლოგიის და სხვა მიმართულების დეპარტამენტები. კლინიკა თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც ნაწილობრივ „მედიქალ ვორლდის“ გუნდმა უზრუნველყო.
Read More

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელიბის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

„წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში“ ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინის, ყბა-სახის ქირურგიის, კარდიოლოგიის, ტრავმატოლოგიის და სხვა სამსახურები. საავადმყოფო პაციენტებს მაღალი სტანდარტის, სანდო და ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს უახლესი აპარატურის გამოყენებით, რაშიც მხარდაჭერას კომპანია „მედიქალ ვორლდი“ უწევს და აღჭურვილობით ნაწილობრივ ამარაგებს. „მედიქალ ვორლის“ გუნდი მოხარულია, რომ აქტიურად თანამშრომლობს საავადმყოფოსთან, რომელიც არსებობის 150-წლიან ისტორიას ითვლის.
Read More