სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს გლობალური ტენდენციები წლევანდელ MEDICA-ზე გამოიკვეთა – საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე, რომელიც 17–20 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა. 72 ქვეყნის წარმომადგენლობით, 5 000-ზე მეტი გამოფენის მონაწილითა და 80 000-ზე მეტი ვიზიტორით, MEDICA სამედიცინო სექტორში ერთ-ერთ უდიდეს B2B ღონისძიებას წარმოადგენს. “მედიქალ ვორლდი” აქტიურად ესწრება სამედიცინო გამოფენებს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან […]
„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია 14-15 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ სუჯოუში ესტუმრა კომპანია VINNO-ს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები 2026 წლის აქტივობების დასაგეგმად. „კომპანია VINNO-ში გვქონდა შეხვედრები 2026 წლის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით – რა აქტივობებს დავგეგმავთ ქართველი რადიოლოგებისა და ექოსკოპისტებისთვის VINNO-სთან პარტნიორობით,“ – ამბობს ლევან ქობალია. მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში შესაძლებელი იქნება ქართველი ექიმი-რადიოლოგების […]
„მედიქალ ვორლდის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ქობალია კომპანია Aohua-ს მოწვევით, 8-16 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთის ქალაქ ნანჯინგს სტუმრობდა, სადაც ქართველ ენდოსკოპისტებთან ერთად სპეციალიზებულ ტრენინგს დაესწრო. „მედიქალ ვორლდის“ და Aohua-ს თანამშრომლობის ფარგლებში ნანჯინგში ორკვირიან პროგრამაში ჩართული იყვნენ ქართველი ენდოსკოპისტები ირაკლი შეყლაშვილი და შოთა ოჩიგავა, რომლებმაც თანამედროვე ენდოსკოპიურ ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. Aohua 1994 წლიდან ერთ-ერთი წამყვანი […]
„მედიქალ ვორლდის“ ინიციატივით, ქართველი ექიმი რადიოლოგები დუბაიში, კომპანია VINNO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმს დაესწრნენ, რომლის თემა იყო: „ულტრაბგერითი გამოკვლევების ხარისხის ამაღლება ინტელექტის საშუალებით“. VINNO-ს ულტრაბგერითი ფორუმი 2024 წელს დუბაიში გაიხსნა, სადაც მედიკოსები გაეცნენ VINNO-ს წამყვანი ექოსკოპიის აპარატის – თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი Ultimus 9E-ს შესაძლებლობებს. VINNO-ს ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა მძლავრი პროცესორითა და ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, რაც […]
„მედიქალ ვორლდმა“ საქართველოს 15–მდე წამყვან ექიმ–რადიოლოგს VINNO-ს მიერ თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი პორტატული და სტაციონარული ექოსკოპიის აპარატების შესაძლებლობები გააცნო. სამუშაო შეხვედრა კომპანიის სათავო ოფისში გაიმართა, სადაც მედიკოსებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ექოსკოპიური კვლევები VINNO-ს აპარატებით თავად ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდი“ VINNO-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. VINNO–ს ულტრაბგერითი სისტემა გამოირჩევა როგორც მძლავრი პროცესორით, ისე ჩაშენებული […]





