Description
MobileApex არის “Shenzhen Browiner Tech Co., Ltd.”-ის მოწინავე მობილური რენტგენის სისტემა, რომელიც აერთიანებს მაღალ სიმძლავრეს, კომპაქტურ დიზაინს და მრავალფუნქციურ დისტანციურ მართვის სისტემას, რაც უზრუნველყოფს მოხერხებულობასა და უსაფრთხოებას. ძირითადი მახასიათებლები:
- სიმძლავრე: 63 კვტ.
- დიზაინი: მსუბუქი და კომპაქტური კონსტრუქცია, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და პოზიციონირებას სხვადასხვა კლინიკურ გარემოში.
- მრავალფუნქციური დისტანციური მართვის სისტემა.
- დეტექტორის დამუხტვა: ჩაშენებული საცავი, რომელიც ავტომატურად ტენის დეტექტორს, რათა ის ყოველთვის მზად იყოს გამოყენებისთვის.
- ეკრანი: დახრილობის რეგულირებადი სენსორული ეკრანი, რომელიც უზრუნველყოფს კარგ ხედვას სხვადასხვა განათების პირობებში.
- ინტერფეისი: დახურული ინტერფეისის დიზაინი, რომელიც ამარტივებს გაწმენდასა და დეზინფექციას.
MobileApex იდეალურია შემდეგი კლინიკური მიმართულებებისთვის:
– პალატები: პაციენტების ადგილზე გამოკვლევებისთვის.
– ინტენსიური თერაპიის განყოფილება (ICU)
– ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილება (NICU)
– სასწრაფო დახმარების განყოფილება (ER)
– საოპერაციო (OR) და ა.შ
MobileApex -ის ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს მაღალეფექტურ და უსაფრთხო გამოკვლევას, რაც ზრდის პაციენტის მოვლის ხარისხს და კლინიკური პერსონალის კომფორტს.