„წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში“ ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინის, ყბა-სახის ქირურგიის, კარდიოლოგიის, ტრავმატოლოგიის და სხვა სამსახურები. საავადმყოფო პაციენტებს მაღალი სტანდარტის, სანდო და ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს უახლესი აპარატურის გამოყენებით, რაშიც მხარდაჭერას კომპანია „მედიქალ ვორლდი“ უწევს და აღჭურვილობით ნაწილობრივ ამარაგებს. „მედიქალ ვორლის“ გუნდი მოხარულია, რომ აქტიურად თანამშრომლობს საავადმყოფოსთან, რომელიც არსებობის 150-წლიან ისტორიას ითვლის.