„ჯერარსი“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავისი სამედიცინო მომსახურების ხარისხით აკმაყოფილებს International Health Facility Guidelines-ის სტანდარტებს. ის პაციენტებს დიაგნოსტიკური და ქირურგიული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. „ჯერარსში“ მოქმედებს ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, სტომატოლოგიის და სხვა მიმართულების დეპარტამენტები. კლინიკა თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც ნაწილობრივ „მედიქალ ვორლდის“ გუნდმა უზრუნველყო.
„წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში“ ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინის, ყბა-სახის ქირურგიის, კარდიოლოგიის, ტრავმატოლოგიის და სხვა სამსახურები. საავადმყოფო პაციენტებს მაღალი სტანდარტის, სანდო და ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს უახლესი აპარატურის გამოყენებით, რაშიც მხარდაჭერას კომპანია „მედიქალ ვორლდი“ უწევს და აღჭურვილობით ნაწილობრივ ამარაგებს. „მედიქალ ვორლის“ გუნდი მოხარულია, რომ აქტიურად თანამშრომლობს საავადმყოფოსთან, რომელიც არსებობის 150-წლიან ისტორიას ითვლის.
Expomed Eurasia უდიდესი სამედიცინო გამოფენა-ბაზრობაა ევრაზიის რეგიონში, რომელიც უკვე 29 წელია, სტამბულის მედიცინისა და ჯანდაცვის ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. წელს გამოფენას სტამბულში, 17-19 მარტს „მედიქალ ვორლდის“ გუნდიც ესტუმრა. Expomed Eurasia 2022-ს დაესწრო 600-ზე მეტი როგორც თურქული, ასევე უცხოური სამედიცინო კომპანია, 19 ათასი ადგილობრივი და 5 ათასი უცხოელი ვიზიტორი. გამოფენაზე საშუალება მოგვეცა გაგვეცნო კომპანიები ჩინეთიდან, გერმანიიდან, […]
ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრესი და ახალი ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს Arab Health-ზე – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ყოველწლიურ, 45-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ბიზნეს-პლატფორმაზე. გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დეტალურად გაეცნონ შუა აღმოსავლეთის სამედიცინო ბაზარს, მის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლინიკოსთა და მომსახურების მიმწოდებლების დაკავშირება შესყიდვების სპეციალისტებთან, დილერებთან და დისტრიბუტორებთან, რაც ახალ […]
კომპანია მედიქალ ვორლდი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ბაზარზე, სპა და ველნესის მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები ესწრებიან თითქმის ყველა გამოფენას საზღვარგარეთ და მუდმივად განვითარების რეჟიმში, განაგრძობენ წინსვლას. მედიქალ ვორლდს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა, სასტუმრო- გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბორჯომი პალასი“. პროექტის ფარგლებში სასტუმრო აღიჭურვა გერმანული წარმოების შემდეგი ტიპის ფიზიოთერაპიული აპარატებით: • დიათერმიული აპარატი • ელექტრო […]
2017 წელს კომპანია „Medical World“-ის ბაზაზე დაფუძნდა ლაბორატორია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ემყარება კვალიფიციური პერსონალის პროფესიონალიზმს, ულტრათანამედროვე აპარატურას და კვლევის უახლეს მეთოდებს. დღეს ლაბორატორიათა ქსელი წარმოდგენილია საქართველოს 8 დიდ ქალაქში და მომხმარებელს 200-ზე მეტ ლაბორატორიულ გამოკვლევას სთავაზობს შემდეგ დიაგნოსტიკურ მიმართულებებში: ბაქტერიოლოგია; ბიოქიმია; ჰემატოლოგია; იმუნოლოგია; ციტოლოგია; კოაგულოლოგია; სეროლოგია. ასევე, ლაბორატორია ჩართულია COVID-19-ის […]
კომპანია MEDEN INMED-მა პოლონეთის ქალაქ გდანსკში საერთაშორისო შეხვედრა გამართა, სადაც სამედიცინო აპარატურის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნეს საკუთარი პროდუქცია და წარადგინეს ახალი, ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობები. აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მედიქალ ვორლდის კომპანიის ხელმძღვანელობა. Medical World-ის გუნდის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამედიცინო […]
2021 წლის 20 ივნისს თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა კონფერენციას „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო, ისე გამაჯანსაღებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო კომპანია „Medical World“, რომელიც წარმოდგენილი იყო სამი მიმართულებით: სამედიცინო, ლაბორატორიული და სპა/ველნეს სერვისებით. მედიქალ ვორლდი აქტიურად მონაწილეობს მსგავს პროფესიულ ღონისძიებებში. კომპანიის მიზანია ინოვაციური პროდუქტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებამდე მოტანა, ასევე […]
Arab Health უდიდესი სამედიცინო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ მიიღონ ამომწურავი თეორიული ინფორმაცია თითოეული პროდუქტის შესახებ და გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს. კომპანია „Medical World“ სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ამ გამოფენის სხვადასხვა ღონისძიებაში. “ჩვენი კომპანიის მუდმივი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ საერთაშორისო კონტაქტები და […]
თბილისში, „ექსპო-ჯორჯიაში“ მულტიპროფილური სამედიცინო ფორუმი გაიმართა, რომელიც მოიცავდა სამედიცინო ტექნოლოგიებს, მოწყობილობებს, სამედიცინო კოსმეტიკას, სტომატოლოგიასა და სტომატოლოგიურ აპარატურას. ღონისძიების მთავარი მიმართულება იყო სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარდგენა – სფერო, რომელიც დღეს მედიცინის განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. გარდა ამისა, გაიმართა სემინარები და ტრენინგები. კომპანია „Medical World“ აქტიურად მონაწილეობს მსგავსი ფორუმებში და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურას.










